Saturday, October 3, 2015
მე-9 დღე
ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება
სასწავლო წლის განმავლობაში ხშრად მივმართავდი ციფრული რესურსების გამოყენებას გაკვეთილებზე. ეს მეხმარებოდა სტანდარტის დაძლევაში.
ე.ს.გ. თავიVIII. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები
მუხლი48.ეროვნული სასწავლო გეგმის გამჭოლი პრიორიტეტული კომპეტენციები
3.გ) ციფრული წიგნიერება. თანამედროვე მსოფლიოში საკომუნიკაციო და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ წიგნიერების ცნება კიდევ უფრო გააფართოვა. იგი ამჟამად მოიცავს ქსელური ძიების, ტექსტების ელექტრონული დამუშავებისა და ტექსტური შეტყობინების პროგრამების გამოყენების უნარსაც, რასაც მთლიანობაში ციფრული წიგნიერება ეწოდება. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების გამომუშავებას მოსწავლეებში.
როდესაც მოსწავლეები ინფორმაციის მოძიების ეფექტურ ხერხებს იყენებენ, ისინი პოულობენ რელევანტურ და სანდო ვებ-გვერდებს, რომლებიც ეხმარებოდა მათ კვლევისთვის, კლასის გარეთ კომუნიკაციისათვის. მოსწავლეები იღებდნენ უკუკავშირს თავიანთ ნამუშევარზე, ჯგუფებში ან წყვილებში მუშაობდნენ რეალურ პროექტზე, ერთვებოდნენ ინტერაქტიულ განხილვებში, ერთმანეთს უზიარებდნენ ტექსტურ ინფორმაციას, დოკუმენტებს და სხვა რესურსებს, აგროვებდნენ ინფორმაციას, იყენებენ ბეჭდვის უნარ-ჩვევას.
გაკვეთილზე ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს სასწავლო პროცესს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებით, შესაბამისი დავალებების და სასწავლო მასალის გამოყენებით. ვცდილობ, რომ ტექნოლოგიების სპექტრი გონივრულად შევარჩიო და შევუსაბამო კონკრეტულ გარემოებებს.
ინტელის ძირითადი კურსის გავლისას შევქმენი ჩემი ბლოგი, სადაც თანდათანობით ვათავსებ ჩემს მიერ განხორციელებულ აქტივობებს, ასევე ვმუშაობ ელექტრონული პორტფოლიოს შექმნაზეც. ჩემი მხრიდან ტექნოლოგიების ათვისება დასახვეწია და ამ მხრივ სამუშაო ბევრია.
ამ ყველაფერში გვერდში გვედგა და გვეხმარებოდა ჩვენი ტრენერი შორენა მიქაბერიძე რისთვისაც უხდი მადლობას.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment