Saturday, October 3, 2015
მე-9 დღე
ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება
სასწავლო წლის განმავლობაში ხშრად მივმართავდი ციფრული რესურსების გამოყენებას გაკვეთილებზე. ეს მეხმარებოდა სტანდარტის დაძლევაში.
ე.ს.გ. თავიVIII. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები
მუხლი48.ეროვნული სასწავლო გეგმის გამჭოლი პრიორიტეტული კომპეტენციები
3.გ) ციფრული წიგნიერება. თანამედროვე მსოფლიოში საკომუნიკაციო და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ წიგნიერების ცნება კიდევ უფრო გააფართოვა. იგი ამჟამად მოიცავს ქსელური ძიების, ტექსტების ელექტრონული დამუშავებისა და ტექსტური შეტყობინების პროგრამების გამოყენების უნარსაც, რასაც მთლიანობაში ციფრული წიგნიერება ეწოდება. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების გამომუშავებას მოსწავლეებში.
როდესაც მოსწავლეები ინფორმაციის მოძიების ეფექტურ ხერხებს იყენებენ, ისინი პოულობენ რელევანტურ და სანდო ვებ-გვერდებს, რომლებიც ეხმარებოდა მათ კვლევისთვის, კლასის გარეთ კომუნიკაციისათვის. მოსწავლეები იღებდნენ უკუკავშირს თავიანთ ნამუშევარზე, ჯგუფებში ან წყვილებში მუშაობდნენ რეალურ პროექტზე, ერთვებოდნენ ინტერაქტიულ განხილვებში, ერთმანეთს უზიარებდნენ ტექსტურ ინფორმაციას, დოკუმენტებს და სხვა რესურსებს, აგროვებდნენ ინფორმაციას, იყენებენ ბეჭდვის უნარ-ჩვევას.
გაკვეთილზე ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს სასწავლო პროცესს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებით, შესაბამისი დავალებების და სასწავლო მასალის გამოყენებით. ვცდილობ, რომ ტექნოლოგიების სპექტრი გონივრულად შევარჩიო და შევუსაბამო კონკრეტულ გარემოებებს.
ინტელის ძირითადი კურსის გავლისას შევქმენი ჩემი ბლოგი, სადაც თანდათანობით ვათავსებ ჩემს მიერ განხორციელებულ აქტივობებს, ასევე ვმუშაობ ელექტრონული პორტფოლიოს შექმნაზეც. ჩემი მხრიდან ტექნოლოგიების ათვისება დასახვეწია და ამ მხრივ სამუშაო ბევრია.
ამ ყველაფერში გვერდში გვედგა და გვეხმარებოდა ჩვენი ტრენერი შორენა მიქაბერიძე რისთვისაც უხდი მადლობას.
Saturday, September 26, 2015
ტრენინგის მე-8 დღე
დღევანდელი დღეც საინტერესო იყო.დღეს განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება და დავასრულეთ გეგმები. ვიმუშავეთ ბლოგებზე,ვნახეთ პედაგოგების ნამუშევრები და გავაკეთეთ კომენტარები. ძალიან საინტერესო და მრავლისმომცემი იყო.რაც დამეხმარება სწავლების დროს.
Saturday, September 12, 2015
მეექვსე დღე
Tuesday, September 8, 2015
Saturday, September 5, 2015
მეორე და მესამე დღე
მე-2 დღე
მეორე დღეს განვიხილეთ წინა დღის განხილული მასალა. შევარჩიეთ საპროექტო თემები. შევქმენით თემასთან დაკავშირებული სარეკლამო ბროშურა.გავხსენით და განვიხილეთ ბლოგებზე მუშაობის წესები.
მე-3 დღ
დავწერეთ და განვიხილეთ შინაარსობრივი,თემატური და ზოგადი კითხვები. ვომუშავეთ გეგმებზე.თემიმის შესაბამისად შევარჩიეთ მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები.
მეორე დღეს განვიხილეთ წინა დღის განხილული მასალა. შევარჩიეთ საპროექტო თემები. შევქმენით თემასთან დაკავშირებული სარეკლამო ბროშურა.გავხსენით და განვიხილეთ ბლოგებზე მუშაობის წესები.
მე-3 დღ
დავწერეთ და განვიხილეთ შინაარსობრივი,თემატური და ზოგადი კითხვები. ვომუშავეთ გეგმებზე.თემიმის შესაბამისად შევარჩიეთ მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები.
Subscribe to:
Posts (Atom)